logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: როცა ევროპარლამენტში არაბებისგან ფულის აღებას ეხება საქმე, იქ საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს გამოძიებები. როგორც ჩანს, როდესაც ქართული წყაროებიდან შედის ფული, გამოძიება იმდენად სწრაფი არ არის
- +

23 თებერვალი. 2023. 00:07

"ჩვენი მთავარი ამოცანაა, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. თუ იქ არის პრობლემები, ამას შესაბამისი სტრუქტურები თავად უნდა აკვირდებოდნენ. იმედი დავიტოვოთ, რომ თვითონვე მოახერხებს ევროკავშირი ამ პრობლემების მოგვარებას," - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპარლამენტში კორუფციულ სკანდალებზე საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ამ პროცესს საქართველოზეც აქვს გავლენა.

„ჩვენ გვაწუხებს ის, რომ ეს კორუფციული პრობლემები პირდაპირ ასახვას პოვებს, სამწუხაროდ, საქართველოში განვითარებულ პროცესებზე. მათ შორის, EED-ს მიერ „სირცხვილიას“ და „დროას“ დაფინანსება. მე მგონია, რომ ესეც ამ კორუფციული პროცესების გაგრძელებაა, რასაც ევროპარლამენტსა თუ აღმასრულებელ სტრუქტურებში ვხედავთ. აშკარად კორუფციის სუნი უდის ამ ყველაფერს. თუ არ ვცდები, უკვე მეექვსე ევროპარლამენტარი, მათ შორის თანამდებობის პირები, დაიჭირეს კორუფციული სკანდალის გამო. როცა არაბებისგან ფულის აღებას ეხება საქმე, იქ საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს გამოძიებები, მაგრამ, როგორც ჩანს, როდესაც ქართული წყაროებიდან შედის ფული, გამოძიება იმდენად სწრაფი არ არის“, - განაცხადა კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner