logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მასშტაბური ცენზურა, რაც ხორციელდება ევროპულ მედიასაშუალებებზე შემაშფოთებელია და ჩვენზეც ჰპოვებს ასახვას
- +

23 თებერვალი. 2023. 00:08

"ეს მასშტაბური ცენზურა, რაც ხორციელდება ევროპულ მედიასაშუალებებზე, არის შემაშფოთებელი და ეს ჩვენზეც ჰპოვებს ასახვას," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE" განაცხადა.

„გახსოვთ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების ცნობილი წერილი, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ხორციელდება მასშტაბური ცენზურა მედიასაშუალებებზე. საუბარი იმაზე კი არ არის, რომ არ იბეჭდება ადვოკატების მიერ გაგზავნილი სტატიები, ბევრი რამე იბეჭდება და უამრავი რამ დაიბეჭდა, მაგრამ როცა საქმე ეხებოდა ბანკს, მარტივად მიდიოდა ყველა სტატია, როგორც კი აქცენტი გადადიოდა მენეჯმენტზე, მაშინვე ცდილობდნენ სიტყვა მენეჯმენტის ამოგდებას, ან საერთოდ ბლოკავდნენ ასეთ სტატიებს. დაახლოებით იგივე გვახსოვს 2020 წელს, ჩვენც გვქონდა გაფორმებული კონტრაქტი ერთ-ერთ გავლენიან კომპანიასთან და როდესაც ვცდილობდი, რომ სტატიები დაგვებეჭდა იმაზე, რომ პრემიერი კარგად მართავს კოვიდს, ეს სტატიები მარტივად მიდიოდა, მაგრამ როგორც კი ფაქტებზე დაფუძნებული სტატიები მიდიოდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ეკონომიკური პოლიტიკა აქვს ხელისუფლებას, რამდენად წარმატებულია ეს ეკონომიკური პოლიტიკა და ა.შ., მაშინვე იბლოკებოდა შესაბამისი სტატიები. ანუ, ეს მასშტაბური ცენზურა, რაც ხორციელდება ევროპულ მედიასაშუალებებზე, არის შემაშფოთებელი და ეს ჩვენზეც ჰპოვებს ასახვას“, - აღნიშნა კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner