logo_geo
eng_logo
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს ნიდერლანდებს დაუპირისპირდება
- +

23 თებერვალი. 2023. 10:32

 

 

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს ამსტერდამში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. ეს გუნდის ბოლოს წინა შეხვედრა იქნება მსოფლიო ჩემპიონატისთვის შესარჩევ ციკლში.

 

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა გადამწყვეტი თამაშებისთვის 14 კალათბურთელს უხმო. ესენი არიან: რატი ანდრონიკაშვილი, გივი ბაქრაძე, ბექა ბექაური, მიხეილ ბერიშვილი, მერაბ ბოქოლიშვილი, ბექა ბურჯანაძე, კახაბერ ჯინჭარაძე, გიორგი კორსანტია, ილია ლონდარიძე, თად მაკფადენი, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი და გიორგი ცინცაძე. გუნდს ვერ დაეხმარებიან NBA-ში მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე.

 

შეხვედრა თბილისის დროით 22:20 საათზე დაიწყება. კვირას, 26 თებერვალს ნაკრები თბილისში ისლანდიას უმასპინძლებს. ორივე შეხვედრის მოგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრებ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლებას ისტორიაში პირველად მოიპოვებს. შანსები მხოლოდ 1 გამარჯვების შემთხვევაშიც დარჩება, თუმცა მაშინ ყველაფერი ჯგუფის სხვა შეხვერების შედეგებზეც იქნება გამოკიდებული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner