„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის ჯანმრთელობა და ჩვენი ძირითადი მიზანია, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. არაერთგზის აღვნიშნე, რომ პაციენტის მიერ არ თუ ვერ ხერხდება იმ კალორაჟის მიღება, რაც მისთვის არის რეკომენდებული. მე ვესაუბრე, შევხვდი ქალბატონ გიულის და ავუხსენით. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რეკომენდაციას, რასაც ჩვენ ვაძლევთ, ნამდვილად არ ხერხდება მისი მოტანა“, - ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.
ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იგი იღებს რეკომენდებული კალორაჟის მხოლოდ და მხოლოდ მესამედს, მაშინ როდესაც მისი სასიცოცხლო ფუნქციური შენარჩუნებისთვის დაახლოებით 1680-1700 კილოკალორიამდე არის საჭირო.
„პაციენტის ანამნეზიდან მას ნამდვილად აქვს ჩატარებული ბარიატრიული ოპერაცია, მაგრამ აქ ძირითადი პრობლემა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში წონის კლებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა უკავშირდება კვების პრობლემას. ის კალორაჟი, რასაც უნდა იღებდეს მის მდგომარეობაში მყოფი პაციენტი, რაც რეკომენდებულია ექიმი სპეციალისტების მიერ, დაახლოებით პაციენტი იღებს ამ რეკომენდებული კალორაჟის მხოლოდ და მხოლოდ მესამედს და მეტს არა. რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, რასაც პაციენტი იღებს, არის მაქსიმუმ 500 კილოკალორიის ფარგლებში, მაშინ როდესაც მისი სასიცოცხლო ფუნქციური შენარჩუნებისთვის დაახლოებით 1680-1700 კილოკალორიამდე არის საჭირო. პაციენტი იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს და ისიც მისთვის სასურველ დროს და რაოდენობით, რაც როგორც გითხარით არის ძალიან მცირე იმ აუცილებელ კილოკალორაჟთან, რასაც უნდა იღებდეს ის“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
კითხვაზე, გაუმჯობესდება თუ არა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა იმ შემთხვევაში, თუ დაიწყებს რეკომენდაციების შესრულებას, ჩხაიძემ აღნიშნა, რომ ამისთვის საჭიროა, თანხვედრა იყოს ექიმსა და პაციენტს შორის, რაც ამ შემთხვევაში არ ფიქსირდება.
„სამკურნალო პროცესს ორი ძირითადი შემადგენელი აქვს. ერთ მხარეს არის პაციენტი და არის სამედიცინო პერსონალი. ექიმის მოწოდება არის, რომ გაუმჯობესდეს პაციენტის მდგომარეობა და ეს უნდა იყოს სრულ თანხვედრაში პაციენტის სურვილთან, მაგრამ ეს რაღაც იმდენად არაორდინარული შემთხვევაა, რომ არ არის თანხვედრა სამედიცინო მხარეს და პაციენტს შორის“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.