logo_geo
eng_logo
შალვა ოგბაიძე: მიხეილ სააკაშვილმა შეცდომები კი არა, დანაშაულები ჩაიდინა!
- +

30 აგვისტო. 2016. 15:44



თბილისის საკრებულოს დეპუტატი შალვა ოგბაიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საუბრობს იმ შეცდომებზე, რაც საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაუშვა. მათ შორის, ოგბაიძე ასახელებს 2008 წლის აგვისტოს ომს და ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს, წამებასა და მკვლელობებს.



„მიხეილ სააკაშვილმა შეცდომები კი არ დაუშვა, დანაშაულები ჩაიდინა!

 

1. შექმნა რეპრესიულ-პოლიციური სახელმწიფო, რომელიც მიმართული იყო განსხვავებული აზრის მქონე საკუთარი თანამოქალაქეების დასათრგუნად;

 

2. 2008 წლის აგვისტოში საქართველო ჩაითრია ყოვლად გაუმართლებელ ომში, რასაც შედეგად მოჰყვა ადამიანების დაღუპვა, დაიკარგა ტერიტორიები და გაჩნდა იძულებით ადგილნაცვალი პირების ახალი ტალღა;

 

3. არნახულ მასშტაბებს მიაღწია პირადი საკუთრების ხელყოფის ფაქტებმა;

 

4. მარიონეტებად აქცია სასამართლო და პროკურატურა;

 

5. საკუთარი ხალხის წინააღმდეგ განახორციელა დევნა, რეპრესია, წამება და ხშირ შემთხვევაში - მკვლელობები", - აცხადებს შალვა ოგბაიძე.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner