logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: სამწუხარო რეალობაა, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი უკიდეგანო უმეცრებას ავლენს ნებისმიერი ცვლილებების მიმართ, მათ შორის „ხალხის ძალის“ მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტზე
- +

23 თებერვალი. 2023. 13:23

 

 

„სამწუხარო რეალობაა ის, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი უკიდეგანო უმწიფრობას და უმეცრებას ავლენს ნებისმიერი ცვლილებების მიმართ, მათ შორის „ხალხის ძალის“ მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტზე“, - წერს ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ უმეტესობას არც აქვს წაკითხული, არც იცის მასში რამდენი მუხლია და რა განმარტებებია. სამაგიეროდ, ვითომ პოლიტიკურ ბონ ტონად მიაჩნიათ მისი „რუსულად“ შერაცხვა.

 

„სამწუხარო რეალობაა ის, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი უკიდეგანო უმწიფრობას და უმეცრებას ავლენს ნებისმიერი ცვლილებების მიმართ, მათ შორის „ხალხის ძალის“ მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტზე. იმის ნაცვლად, რომ ინიციატივაზე, თუნდაც ოპონენტისთვის მიუღებელზე, მიმდინარეობდეს საგნობრივი დისკუსია, კვლავ მოქმედებს სლოგანური საზეპიროების ტირაჟირება. არცერთი კანონპროექტია დახვეწილი. ნებისმიერ ინიციატივაში არსებულ ხარვეზებზე საქმიანი სჯა-ბაასია დემოკრატიული პროცესი და არა უშინაარსო, არაფრისმომცემი ფსევდო-აქტივისტობა.

 

კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ უმეტესობას არც აქვს წაკითხული, არც იცის მასში რამდენი მუხლია და რა განმარტებებია. სამაგიეროდ, ვითომ პოლიტიკურ ბონ ტონად მიაჩნიათ მისი „რუსულად“ შერაცხვა. თუმცა, ნაცოპოზიცია "მაღალი საზოგადოება" რომ არაა, ბავშვისთვისაც ცნობილია. წარმოდგენილი ინიციატივის შინაარსს არ იცნობენ და ბუნებრივია, არც წამყვან ქვეყნებში არსებულ შესაბამის კანონმდებლობას. ვინც დაინტერესებულია ამ საკითხის გაცნობით და არა ტრაგიკომიკური ფეხების ბაკუნით, გირჩევთ გაეცნოთ ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში მოქმედ შესაბამის წესებს უცხოურ გავლენაზე“, - წერს აბაშიძე ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner