ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი „კვირის პალიტრასთან" საქართველოს ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის შესახებ საუბრობს. ცისკარიშვილის განცხადებით, რულოვსი და მისი მეუღლე მიხეილ სააკაშვილი გულწრფელად არაფერს ნანობენ.
„სანდრა რულოვსის განცხადება, რომ თურმე მეტად აღარ იძალადებს „ნაციონალური მოძრაობა", ძალიან არადამაჯერებელია. ეს შეიძლება გვერწმუნა, თუ ამას ქალბატონი სანდრა იტყოდა 2012 წლის 2 ოქტომბერს, ან მას მერე მოკლე ხანში. ცხადად ჩანს, რომ რულოვსი გულწრფელად არაფერს ნანობს, ისევე როგორც მისი მეუღლე, შესაბამისად, ბოდიშიც არ მოუხდიათ, არადა, პოლიტიკური კარიერა სწორედ ბოდიშით უნდა დაეწყო ქალბატონ რულოვსს. მოკლედ, აშკარაა, რომ მან უბრალოდ გაიმეორა ფრაზა, რაც დაუწერეს, სულ ეს არის..." - განაცხადა ცისკარიშვილმა.