ავტორი ანა ნონიკაშვილი
„გაერთიანებით გამართლდა ის მოსაზრება, რომ პაატა ბურჭულაძის პარტია „ნაციონალური მოძრაობის" სატელიტია",- ამ სიტყვებით აფასებს „რეპორტიორთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე პაატა ბურჭულაძის პარტიის „სახელმწიფო ხალხისათვის" „გირჩთან", „ახალ საქართველოსთან" და „ახალ მემარჯვენეებთან" გაერთიანებას.
როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, ყველა ჭორი და მოარული ხმები, რომ პაატა ბურჭულაძე „ნაციონალურ მოძრაობასთან" იყო კავშირში, აღნიშნული გაერთიანებით გამართლდა.
„მას შემდეგ, რაც „გირჩმა" და ვაშაძემ ვერ მოახერხეს პოლიტიკური იმიჯის შექმნა, შეერთდნენ ბურჭულაძესთან. მანამდე ვრცელდებოდა ძალიან ბევრი ჭორი პაატა ბურჭულაძის „ნაციონალებთან" კავშირის შესახებ, რომელიც ბურჭულაძემ ამ გაერთიანებით გაამართლა",- განაცხადა ხუნდაძემ.