logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: სამეგრელოში „ნაცმოძრაობის“ თამაში მარცხისთვის არის განწირული
- +

ავტორი ანა ფერაძე

30 აგვისტო. 2016. 16:29

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ „რეპორტიორთან" საუბრისას ზუგდიდის მაჟორიტარად „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატზე სანდრა რულოვსზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეგრელი ხალხი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას დაუჭერს მხარს.

 

 

„ნაციონალური მოძრაობა" ფიქრობს, რომ მოჩლექილი მეგრულით სამეგრელოში ხალხს გულს აუჩუყებს და დაავიწყებს  იმ უბედურებებს, რაც მათ სამეგრელოს დამართეს.

 

ჩემი აზრით, სამეგრელო სწორ გადაწყევტილებას მიიღებს და მხარს დაუჭერს სტაბილურობას, მშვიდობას და არა სანდრა რულოვსს, რომელის საქმიანობაზეც უამრავი ხმები დადის ორგანოებით ვაჭრობასთან  დაკავშირებით.

 

მე ვფიქრობ, „ნაციონალების" თამაში სამეგრელოში განწირულია მარცხისთვის.  თუმცა, მათი მხრიდან გამორიცხული არ არის, რაიმე სახის პროვოკაციები მოაწყონ, რულოვსს თავი გაუტეხონ და შემდეგ საავადმყოფოში მიიყვანონ საერთაშორისო დამკვირვებლები სანახავად და ეს სათავისოდ გამოიყენონ", - აღნიშნა ალექსანდრე ქანთარიამ.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner