დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თურქეთში ვიზიტს ეხმაურება.
მისი თქმით, ორი ქვეყნის ურთიერთობა პარტნიორობიდან მეგობრობაში გადაიზარდა:
„ყველამ ვიცით თურქეთში მომხდარი დიდი ტრაგედიის შესახებ, ტრაგედიის და რთული მდგომარეობის მიუხედავად ერდოღანმა დიდი პატივისცემით მიიღო საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც დღეს თურქეთში იმყოფებოდა, ორი ქვეყნის ურთიერთობა პარტნიორობიდან მეგობრობაში გადაიზარდა“, - წერს ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.