logo_geo
eng_logo
ევროკავშირის ლიდერებმა სინანული გამოთქვეს მას შემდეგ, რაც ისრაელის მთავრობამ აუკრძალა ევროპარლამენტის წევრს ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით შესვლა. ანა მირანდა, ევროპარლამენტარი მწვანეთა/ევროპის თავისუფალი ალიანსის ჯგუფიდან, ორშაბათს საღამოს დაეშვა თელ-ავივ
- +

24 თებერვალი. 2023. 01:44

აშშ-ში, პირს, რომელიც კაპიტოლიუმზე შტურმის დროს თავს დაესხა პოლიციელს და შემდეგ სოციალურ ქსელში მოკვლით დაემუქრა კონგრესის წევრ ალექსანდრია ოკასიო-კორტესს, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

2021 წლის 6 იანვარს გარეტ მილერი თავს დაესხა პოლიციის სერჟანტს კაპიტოლიუმის კომპლექსში და ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში ჩაერთო. მოგვიანებით, იმავე ღამეს, მან სოციალურ ქსელ Twitter-ში დაწერა: „მოკალით ალექსანდრია ოკასიო-კორტესი“.

2021 წლის 6 იანვარს ვაშინგტონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ.

დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების გაკონტროლებას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც, კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა. აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრის საქმეზე ფედერალურმა პროკურორებმა ბრალი 650-ზე მეტ ადამიანს წაუყენეს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner