logo_geo
eng_logo
ზელენსკი: რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინაზე ზეწოლას აზრი არ აქვს
- +

24 თებერვალი. 2023. 01:23

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინაზე ზეწოლას აზრი არ აქვს.

„ჩვენზე ზეწოლა ომამდე უფრო დიდი იყო. [უკრაინაში] შეჭრის დაწყების შემდეგ კი ყველას ესმის, რომ რუსეთი სახელმწიფო კი არა ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც მოვიდა მოსაკლავად და ტერიტორიების დასაპყრობად. ყველა მიხვდა, რომ უკრაინისა და მთლიანად უკრაინის განადგურების საკითხი დგას“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მიზანს უკრაინის ტერიტორიის დაპყრობა წარმოადგენს.

„კვლავ იწევა ისტორიული საზღვრების თემა. ეს მეტყველებს იმაზე, რისი დაპყრობა სურთ მათ და ამ მიტაცებისთვის გამართლებას ეძებენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner