logo_geo
eng_logo
ძალიან კარგი ვიზიტი აქვს პრემიერ ღარიბაშვილს, თვალშისაცემია, თბილი და სანდო ურთიერთობები თურქეთის პრეზიდენტთან - ამირან სალუქვაძე
- +

23 თებერვალი. 2023. 20:48

 

ექსპერტი ამირან სალუქვაძე მთავრობის მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის თურქეთში ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა „თვალშისაცემია, თბილი და სანდო ურთიერთობები თურქეთის პრეზიდენტთან“.

ძალიან კარგი ვიზიტი აქვს პრემიერს და რაც თვალშისაცემია, თბილი და სანდო ურთიერთობები თურქეთის პრეზიდენტთან. ეს ფოტო, ვიდეოს დასაწყისში, შეგნებულად გამოვყავი. პლუს გაცილება... დიპლომატიურ ეტიკეტში ყოველ ჟესტს აქვს მნიშვნელობა.

სტაბილური სამეზობლო ურთიერთობების მნიშვნელობას ახსნა არ ესაჭიროება. რაც მოახერხა ამ მოკლე დროში ღარიბაშვილმა, საგრძნობლად დაალაგა სამეზობლო ურთიერთობები. აღარ გავიხსენებ ვიზიტებს, განცხადებებს, მიდიაციას...

ჩვენი ქვეყანა გაცილებით წინ წაიწევდა, ყველა მიმართულებით, პოლიტიკური სისტემის წარმომადგენლებს ერთმანეთში რომ არ ერეოდეთ ოპოზიციონერობა და სახელმწიფოს ინტერესების დაზიანება. მიკვირს იმ ხალხის, თითქოს პოლიტიკაში რომ აღარ არიან, არც ნაციონალებად ითვლებიან, მაგრამ ნაციონალების ნოტებზე რომ არიან გადაწყობილები. უზარმაზარი რესურსია. უამრავ ადამიანს სიტყვა უნდა ეთქმიდეს, თუმცა...
ოპომედიას პრემიერ მინისტრის ვიზიტი მეზობელ, ნატოს წევრ სახელმწიფოში, ბოლო, რამდენიმე წამიან თემად აქვთ“, - აცხადებს სალუქვაძე. 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner