logo_geo
eng_logo
დათო ლორთქიფანიძე: „ნაციონალების“ ყოველი დღე პროვოკაციულია
- +

ავტორი ანა ფერაძე

30 აგვისტო. 2016. 16:34



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დათო ლორთქიფანიძემ სამეგრელოში „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატ სანდრა რულოვსზე „რეპორტიორს" ესაუბრა. როგორც ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რულოვს მორალური უფლება არ აქვს, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, როცა მან თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ ძალადობას აღარ დაუშვებდა. ამით მან აღიარა წინა რეჟიმის ძალადობრივი ქმედებები.



„ჩემი აზრით, სანდრა რულოვსს მორალური უფლება არ აქვს, რომ სამეგრელოში მაჟორიტარ კანდიდატად კენჭი იყაროს, იმის გამო, რომ მან თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ მომავალში ძალადობას არ დაუშვებდა. ამით რულოვსმა აღიარა „ნაციონალური მოძრაობის" ძალადობრივი რეჟიმი.

 

აქვე მახსენდება სამეგრელოში ნაპოვნი კასრები, სადაც ადამიანების წამების ამსახველი ათიათასობით ფაილი იყო.

 

„ნაციონალების" ყოველი დღე არჩევნებთან მიმართებაში პროვოკაციულია და რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების დღე, ისინი პროვოკაციის ახალ და ახალ ფორმებს მოიფიქრებენ", - აღნიშნა დათო ლორთქიფანიძემ.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner