logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ უდიდესი პატივისცემით განწყობილმა ერდოღანმა მას საოცარი დახვედრა მოუწყო, ისეთი, პროტოკოლით დადგენილ წესებსაც რომ გასცდა
- +

23 თებერვალი. 2023. 20:50

 

ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ უდიდესი პატივისცემით განწყობილმა ერდოღანმა მას საოცარი დახვედრა მოუწყო, ისეთი, პროტოკოლით დადგენილ წესებსაც რომ გასცდა , - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ის აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერმა ქართული მხარის მიერ გაგზავნილი დახმარება არ იკმარა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან პირადად ჩავიდა

თურქეთში დამანგრეველ მიწისძვრას დღეის მონაცემებით 41 100 ადამიანი ემსხვერპლა, დანგრეულია 6 444 სახლი. ქვეყანა სამგლოვიარო რეჟიმშია.

საქართველოდან მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველები და ტექნიკა გაიგზავნა, ასევე საქართველოს მთავრობის განკარგულებით, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთი მილიონი ლარი გამოეყო.

განკარგულების მიხედვით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, გამოყოფილი თანხა თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის მედიკამენტების, საკვების, ტანსაცმლის, სამედიცინო აღჭურვილობის და სხვა საჭიროებების შესყიდვას და თურქეთის რესპუბლიკაში ტრანსპორტირებას ხმარდება.

საქართველოს პრემიერმა ქართული მხარის მიერ გაგზავნილი დახმარება არ იკმარა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან პირადად ჩავიდა, მას მეგობრის ხელი პირადად გაუწოდა და 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო პირადად მიუსამძიმრა.

ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ უდიდესი პატივისცემით განწყობილმა ერდოღანმა მას საოცარი დახვედრა მოუწყო ისეთი (პროტოკოლით დადგენილ წესებსაც რომ) გასცდა. ღირსეულთ ღირსეულად ხვდებიან! მეგობრობა პროტოკოლით დადგენილ ყველა წესზე მაღლა დგას! გაუმარჯოს ორი სახელმწიფოს საქართველოსა და თურქეთის მეგობრობას“, - წერს თამთამეგრელიშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner