ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ეს ფოტოები ბევრზე მეტყველებს.
სულ ველოდებოდი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთში ჩავიდოდა. ეს აუცილებელი იყო.
მიუხედავად თავზესაყრელი პრობლემებისა და დიდი მწუხარებისა, პრეზიდენტმა ერდოღანმა ჩვენი პრემიერი დიდი პატივით მიიღო. ადამიანები ვართ, ამას ვხედავთ და ვაფასებთ. დიდად სასიამოვნოა, რომ ძლიერი მეზობელი შენდამი ასეა კეთილგანწყობილი. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს, ომსა და სიკვდილს ხელის ჩამორთმევა სჯობს. სამწუხაროდ, ხელის ჩამორთმევა, მორიგება და მეგობრობა ყველას არ უნდა, ზოგი თავს გვესხმის, ზოგი მსხვერპლის გაღებას ითხოვს, თანაც კატეგორიულად.
არ გამოვა!
ჩვენ საკმარისი მსხვერპლი გავიღეთ.
ვუყურებ ამ ფოტოებს და აშკარად ვხედავ დარდს, მწუხარებას, გაჭირვების დროს თანადგომას. ახლა სიტყვასაც კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
რაც გინდათ, ის თქვით... მაგარი პრემიერი გვყავს, მან ყველას თავისი ადგილი მიუჩინა და მოქმედებს ისე, როგორც ქართველ კაცს უნდა.
კაცს-მეთქი, ქართველ კაცს. გამგები გაიგებს!
წარმატებები ირაკლი ღარიბაშვილს და მის გუნდს. ეს თანადგომა ჩვენ ასმაგად დაგვიბრუნდება”, - წერს გელა ზედელაშვილი.