logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: უკადრებელი იკადრეთ, მადამ სალომე!
- +

24 თებერვალი. 2023. 13:45

 

 

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს „ტვიტერზე“ გამოეხმაურა.

 

როგორც ხაინდრავა აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ ქვეყანასა და მთავრობას შეურაცხყოფა მიაყენა და ცილი დასწამა.

 

„ვუსმენ საქართველოს პრეზიდენტს, ვუყურებ დიპლომატიური კორპუსის რეაქციას, კითხვა მიჩნდება, აქ წარმოდგენილი, რომელი ქვეყნის მთავარსარდალი და პრეზიდენტი აკადრებს ასეთ მძიმე ჟამს საჯაროდ, საკუთარ ქვეყანას და მთავრობას მსგავს შეურაცხყოფას და ცილისწამებას? უკადრებელი იკადრეთ, მადამ სალომე!“ - წერს ხაინდრავა „ტვიტერზე“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner