logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: როცა მეორე ადგილზე ყოფნის პრეტენზია გაქვს, შენი უპირატესობა რეიტინგით უნდა დაამტკიცო!
- +

10 მარტი. 2016. 00:41


„როცა მეორე ადგილზე ყოფნის პრეტენზია გაქვს, სხვა სუბიექტებთან შენი უპირატესობა აპრობირებული მეთოდით - რეიტინგით უნდა დაამტკიცო." - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა თამაზ მეჭიაურმა გადაცემა 2030-ში განაცხადა.


მეჭიაურის თქმით ზოგიერთი პარტია კოალიციის ერთადერთ უპირობო ლიდერ პარტიასთან განსაკუთრებული ხელშეკრულების დადებას ცდილობდა.


„ლოგიკური იქნებოდა, მოსახლეობისთვის გვეკითხა, ვის მიმართ გამოხატავს მხარდაჭერას, რათა მომავალ პარლამენტში პარტიებმა პრეტენზიები სწორედ ამომრჩევლის მხარდაჭერის შესაბამისად გამოთქვან. თუ თანამდებობებთან დაკავშირებით რომელიმე პარტიას მეტი ამბიცია აქვს, არჩევნების შემდეგ იდეოლოგიურად ახლოს მდგომმა პარტიებმა ბლოკები შექმნან და მოსახლეობა პოლიტიკურ წონას რა პროპორციითაც განუსაზღვრავს, თანამდებობებიც იმ პროპორციით გაინაწილონ." - განაცხადა მეჭიაურმა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner