logo_geo
eng_logo
მზიურის პარკში არსებულ საპიკნიკე არეალში სადრენაჟე სისტემების მოწყობას იწყება
- +

24 თებერვალი. 2023. 16:50

 

 

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური მზიურის პარკში არსებულ საპიკნიკე არეალში სადრენაჟე სისტემების მოწყობას იწყებს, - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ დროთა განმავლობაში, მოლის ტერიტორიაზე დაიტკეპნა მიწა, შესაბამისად, სარწყავი წყლის, წვიმისა და ნალექის გატარება ფერხდება.

 

სწორედ ამიტომ საპიკნიკე ტერიტორია საჭიროებს სადრენაჟე სისტემის მოწყობას, რათა ტერიტორია არ დაჭაობდეს.

 

აღნიშნული სამუშაოები, ხვალ, 25 თებერვალს დაიწყება და მიმდინარე წლის აპრილის თვეში დასრულდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner