ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად კასიანოვი გმობს იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოსახლეობის სისხლზე.
როგორც აბაშიძე წერს, საქართველოს ისრაელის სახელმწიფოს მსგავსი რესურსები არ აქვს, მაგრამ ასეთი ასპიტები უნდა მოეშთოს.
„საქართველოს ხელისუფლებავ, დეტალურად ვიცი, რომ ისრაელის სახელმწიფოს მსგავსი რესურსები არ გვაქვს, მაგრამ ასეთი ასპიტები მოსაშთობია! კმარა ბოროტი კლოუნების ბოგინი!“ - წერს აბაშიძე ფეისბუქზე.