logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: ყველა ის ჩინოვნიკი თუ დეპუტატი, რომელიც საქართველოს აკრიტიკებს უკრაინის მხარდაჭერის ნაკლებობის კუთხით, არიან გიული ალასანიას 1 მილიონი დოლარის გადარიცხვის გაგრძელებანი
- +

24 თებერვალი. 2023. 18:25

 

 

„ჰააგაში, რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციას საქართველომ არა მხოლოდ მხარი დაუჭირა, არამედ - თანაავტორიც კი იყო... მოლდოვამ აღნიშნულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. ოდესმე მოგისმენიათ, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მოლდოვაზე რაიმე კრიტიკული შეფასება? არა, არ მოგისმენიათ. სამაგიეროდ, ჩვენთან აქვთ დიდი გული,“ - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებაზე, რომ „ოცნების“ დეპუტატები შოიგუს დაკრულზე ცეკვავენ უკრაინელებისა და ქართველების სისხლზე“.

 

ლატარია აღნიშნავს, რომ ამერიკა, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო აღჭურვილობით, მაქსიმალურად არიდებს თავს პირდაპირ ჩაერთოს ომში და ამავე დროს, თვეში ათეულობით მილიარდ დოლარს ურიცხავს რუსეთს სასუქის მიღებისათვის.

 

„ჰააგაში, რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციას საქართველომ არა მხოლოდ მხარი დაუჭირა, არამედ - თანაავტორიც კი იყო.... მოლდოვამ აღნიშნულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.. ასევე - მოლდოვა არის დსთ-ს წევრი.. როდესაც ამ ყველაფერს ვუყურებ, ვაკვირდები, ნერვები მაწყდება... დაუნახაობას და ანგარებით შეფასებებს ჭკუიდან გადავყავარ. ოდესმე მოგისმენიათ, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მოლდოვაზე რაიმე კრიტიკული შეფასება? არა, არ მოგისმენიათ. სამაგიეროდ, ჩვენთან აქვთ დიდი გული. ამერიკამ, 2024 წლამდე ტანკსაც კი ვერ მოგცემო, ამერიკა, ქვეყანა, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო აღჭურვილობით, მაქსიმალურად არიდებს თავს პირდაპირ ჩაერთოს ომში და ამავე დროს, სწორედ ამერიკა, თვეში ათეულობით მილიარდ დოლარს ურიცხავს რუსეთს სასუქის მიღებისათვის და ჩვენ, ქვეყანას, რომლის მიწასთან გასასწორებლად რუსეთს მაქსიმუმ 2 დღე დასჭირდეს, ჩვენ გვებლატავებიან, რატომ არ ემსგავსებით ხარკოვს და ბუჩასო... რატომ არ ღვრით ქართველთა სისხლსო... რატომ არ ხართ მშივრებიო?..

 

ასეთი უსამართლობა, ასეთი დაუნახაობა, ასეთი უნამუსობა მართლა არ გამიგია.... ნატო-ს წევრი ქვეყნები არიან ზე-ფრთხილად და ყველანი მოქმედებენ ჯერ საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაცავად და ჩვენი ხელისუფლებაც, რომ იგივეს აკეთებს ენას გვიტლიკინებენ და ყველაფერს კადრულობენ... მთელმა მსოფლიომ იცის, რომ უკრაინაში ზუსტად ის მიდგომებია, რაც ჩვენთან იყო ათეულობით წლის წინ.. ჩვეულებრივი წესია, ქრთამის მიცემ-აღება. ,,გაიშნიკს" რომ 5-ლარიანს ჩაუდებდი მართვის მოწმობაში და გიშვებდა, ეგ ხდება უკრაინაში დღემდე... რატომ გამახსენდა „გაი“ და ქრთამი? იმიტომ, რომ ყველა ის ჩინოვნიკი თუ დეპუტატი, რომელიც საქართველოს აკრიტიკებს უკრაინის მხარდაჭერის ნაკლებობის კუთხით, დარწმუნებული ვარ, რომ არიან გიული ალასანიას 1 მილიონი დოლარის გადარიცხვის გაგრძელებანი.... უკრაინაში ომი დასრულდება და ძალიან მინდა, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და სწორედ ამის შემდეგ მაინტერესებს, რა პასუხს გაგვცემს უკრაინის ხელისუფლება მარტივ კითხვაზე: საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ დიქტატორს, ძებნილს, ქართველთა მწამებელსა და ტერიტორიების დამკარგველს, რატომ იყენებდნენ ჩვენს წინააღმდეგ?“ - წერს ირაკლი ლატარია ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner