ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვან ვენბინმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჩინეთი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას გეგმავს.
„ჩინეთი ყოველთვის წინდახედულ და პასუხისმგებლიან მიდგომას იჩენს სამხედრო ექსპორტის მიმართ და არ ახორციელებს იარაღის არანაირ მიყიდვას კონფლიქტურ ტერიტორიებზე ან მეომარი ქვეყნებისთვის. ვიცი, რომ ბოლო დროს ამ კუთხით ჩინეთის შესახებ დიდი დეზინფორმაცია გავრცელდა და ამის უკან არსებული განზრახვები სიფრთხილეს იმსახურებს“, - აღნიშნა ვან ვენბინმა.
ხუთშაბათს გერმანულმა გამოცემა Der Spiegel-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, პეკინი და მოსკოვი მოლაპარაკებებს აწარმოებენ 100 დამრტყმელი დრონის შესყიდვაზე, რომელთა მიწოდება შესაძლებელია აპრილში მოხდეს.