დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისა და სავაჭრო ზომების ახალი პაკეტი გამოაცხადა.
სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს ექსპორტის აკრძალვას ყველა იმ ნივთზე, რომელსაც რუსეთი დღემდე იყენებს ბრძოლის ველზე, მათ შორის თვითმფრინავის ნაწილები, რადიო აღჭურვილობა და ელექტრონიკა.
სანქციები ასევე ვრცელდება 92 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციაზე, მათ შორის რუსული ბანკების, ბირთვული ენერგიის კომპანიებისა და თავდაცვითი კომპანიების ხელმძღვანელებზე.