რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის ერთი წლისთავზე სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის გამარჯვება გარდაუვალი იქნება.
„გამარჯვება გარდაუვალი იქნება. დარწმუნებული ვარ, გამარჯვება იქნება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
„ჩვენ ყველაფერი გვაქვს ამისთვის. მოტივაცია, დარწმუნებულობა, მეგობრები, დიპლომატია“, - დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.