შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთი ვერასდროს გაიმარჯვებს უკრაინაში.
„დღეს გავიმეორებ იმას, რაც ვთქვი ერთი წლის წინ, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. დიქტატორი, რომელიც იმპერიის აღდგენას შეუდგა, ვერასდროს აღმოფხვრის ხალხის სიყვარულს თავისუფლებისადმი. ბარბაროსობა ვერასდროს გატეხს თავისუფალი ხალხის ნებას. რუსეთი ვერასდროს გაიმარჯვებს უკრაინაში“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.