logo_geo
eng_logo
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ჟოზეფ ბორელის განცხადებას აკრიტიკებს
- +

24 თებერვალი. 2023. 21:47

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ დიადი ერი, რუსები, ასევე იტანჯებიან უკრაინის წინააღმდეგ ომით.

„სამწუხაროდ, პატივცემული ევროპელი პოლიტიკოსის პოზიცია, რომ „რუსეთი დიადი ერია“ არის მოწვევა მკვლელობის გასაგრძელებლად. პუტინი ამ ხალხს განასახიერებს. ვიდრე აჯანყება საპირისპიროს არ დაამტკიცებს, რუსები არიან პასუხისმგებელნი ომზე. ასეთი სიგნალები სისუსტის ნიშანია, დანაშაულის ჩადენის სტიმულია“, - აღნიშნა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.

მანამდე ჟოზეფ ბორელმა გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინაში სრულმასშტაბურ ომში დამარცხება არ გამოიწვევს რუსეთის გაქრობას, რადგან ის „დიადი ერია“.

right_banner right_banner
არქივი
right_banner