logo_geo
eng_logo
მარიამ ქვრივიშვილი: ჩემპიონატის დღეებში, ბაკურიანი საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშაა, რაც აძლიერებს ჩვენი ქვეყნის ცნობადობას
- +

25 თებერვალი. 2023. 10:17

 

 

„საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ბაკურიანში ადგილზე პირადად გაეცნო იმ ინფრასტრუქტურას, რომლითაც საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ჩემპიონატის ღირსეული მასპინძლობა უზრუნველყო. ჩვენი გუნდი მიმდინარე პროცესებს ძალიან წარმატებით უძღვება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტ იოჰან ელიაშთან ბაკურიანში შეხვედრის შემდეგ. მაღალი რანგის სპორტული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობას დაესწრო. საპატიო სტუმარს ჩემპიონატის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა მთის ტრასების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ.

 

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო, კონკრეტულად კი ბაკურიანი, ჩემპიონატის დღეებში საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშაა, რაც, საბოლოო ჯამში, აძლიერებს ჩვენი ქვეყნის, როგორც განვითარებული სამთო ტურისტული მიმართულების ბრენდს, მის პოზიციონირებას და ზრდის ცნობადობას. მისი თქმით, მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება ახალ ეტაპზე გადაიყვანს სრულიად საქართველოს, მათ შორის, ბაკურიანს და ყველა სხვა სამთო სათხილამურო კურორტს საქართველოში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner