ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ შეხვედრა გამართა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ადმირალ რობ ბაუერთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე, რფ-ს ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და მის გავლენაზე რეგიონის უსაფრთხოებაზე, საქართველოს მიერ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე, თავდაცვითი შესაძლებლობების და მედეგობის გაძლიერებაში პრაქტიკული მხარდაჭერის გაზრდაზე, საქართველოს ალიანსში გაწევრიანების და რეგიონში NATO-ს ჩართულობის და ხილვადობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს ელჩი NATO-ში ვიქტორ დოლიძე და სამხედრო წარმომადგენელი, ბრიგადის გენერალი ირაკლი ძნელაძე.