logo_geo
eng_logo
ოლექსეი არესტოვიჩი: დასავლეთი და ამერიკა უკრაინას დაყოფისთვის ამზადებენ, მაგრამ მე უფრო მეტის იმედი მაქვს- ჩვენ დავკარგავთ ლუგანსკს და დონეცკს, მაგრამ ამერიკელების გათვლა ისაა რომ ჩვენი წილი უფრო მეტი იქნება ვიდრე რუსეთის
- +

25 თებერვალი. 2023. 14:30

 

 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილმა მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა რუს ბლოგერთან, მარკ ფეიგინთან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლეთი უკრაინას მიანიშნებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკება აუცილებელია.

 

არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინას არ აქვს და ვერ ექნება იმის რესურსი, რომ დაამარცხოს რუსული არმია.

 

მისივე თქმით, ამერიკა დასავლეთი და ამერიკა უკრაინას დაყოფისთვის ამზადებენ, როგორც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ვარიანტი.

 

„უკრაინას არ აქვს და ვერ ექნება იმის რესურსი, რომ დაამარცხოს რუსული არმია. ნატოს გაწვრთნილი ჯარი და მათი შეიარაღებაც რომ ჰქონდეს, რომელიც არ გვაქვს და უახლოეს მომავალში ვერც გვექნება. სამწუხაროდ ომიდან გამოსავალი შეიძლება არ იყოს ისეთი, როგორსაც უკრაინელები ელიან. ნახევარი წლის წინ კი სხვანაირად გვეგონა. იქნება თუ არა შემდეგი წელი? რა თქმა უნდა არ იქნება. დასავლეთი და ამერიკა უკრაინას დაყოფისთვის ამზადებენ, როგორც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ვარიანტი, მაგრამ მე უფრო მეტის იმედი მაქვს- ჩვენ დავკარგავთ ლუგანსკს და დონეცკს, მაგრამ ამერიკელების გათვლა ისაა რომ ჩვენი წილი უფრო მეტი იქნება ვიდრე რუსეთის.“- განაცხადა ოლექსეი არესტოვიჩმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner