logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის გაცხადებული მიზანი უკრაინის მხარდაჭერა იყო, დასასრული კი free misha
- +

25 თებერვალი. 2023. 17:20

 

 

„რუსთაველის გამზირი ბევრის მნახველია, მაგრამ გუშინდელი აქციის მსგავსი არ ახსოვს... კიევის მერი აქციის მონაწილეებს მიმართავს და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის, ოპოზიციის მხარდამჭერები და წარმომადგენლები კი მისულ ხალხს მადლობას მიშას მხარდაჭერისთვის ეუბნებიან“, - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე 24 თებერვალს პარლამენტის წინ რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით სოლიდარობის აქციას.

 

„ნაცებო“, ხალხს როდემდე უნდა ატყუოთ? ერთი თვის განმავლობაში ოპოზიციის აქციებს ვუყურებდით, აქციებს ხალხის გარეშე, რადგან „ხაბემ“ 50 კაცზე მეტის შეკრება ვერ მოახერხა, საზოგადოებამ ოპოზიციას არ არსებული პულსიც გაუზომა და უთხრა, რომ პაციენტის გადარჩენა შეუძლებელია... რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის გაცხადებული მიზანი და დასაწყისი უკრაინის მხარდაჭერა იყო, დასასრული კი free misha... აქციის ხასიათიდან გამომდინარე, იქ შეკრებილი ადამიანების დიდი ნაწილი უცხო ქვეყნის მოქალაქე და უკრაინის ტკივილით დამძიმებული ჩვენი მოქალაქე იყო, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია მშვიდობა და არა „ნაცების“ პოლიტიკური ინტრიგები... დასრულდება 24 თებერვალი, ჩვენ კვლავ ვნახავთ ხაბეს და მის 50 მხარდამჭერს, მეტი რესურსი ოპოზიციას არ აქვს, რადგან საზოგადოება კარგად ხედავს ვინ იცავს ეროვნულ ინტერესებს და ვინ ებრძვის ქვეყანას. პ.ს. აკია და რევოლუცია!? იუმორისტული ჟანრიდან არის“, - წერს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner