logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი ნიკა ნარსიაზე: ან მიშამადიდებელთა ახალი სიტყვის დაბადებასთან გვაქვს საქმე, ან უბრალოდ, ნიჰილიზმი უნდოდა ეთქვა, აქაც გაფეილდა
- +

25 თებერვალი. 2023. 18:17

 

 

„მჯერა მიუხედავად მიჰილზმისა, რომელსაც ვამარცხებთ ყველა...“ - რისი თქმა სურდა?! ალბათ, თავადაც არ იცის“, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სამოქალაქო აქტივისტის ნიკა ნარსიას Facebook-პოსტს.

 

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ან მიშამადიდებელთა ახალი სიტყვის დაბადებასთან გვაქვს საქმე, ან ნარსიას ნიჰილიზმი უნდოდა ეთქვა და აქაც გაფეილდა.

 

„26.08.2021 ში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, აქტივისტი ნიკა ნარსია ქუთაისის საკრებულოში მოსახვედრად იბრძოდა, გაფეილდა.

 

01.10.2021 ირწმუნებოდა - „იტყუებიან/არარი დაკავებული!!!" სააკაშვილიო და გაფეილდა;

 

02.23.2023-ში „შეგვიშვით პარლამენტში ერთი საათით და იქ დასრულდებიან ესენიო“ - იმუქრებოდა და გაფეილდა, პოლიტიკაში მის არაერთ წარუმატებელ ნაბიჯს მის მიერ საჯაროდ წარმოთქმული "მარგალიტებიც" ავსებს.

 

დღეს განაცხადა „მჯერა მიუხედავად მიჰილზმისა, რომელსაც ვამარცხებთ ყველა...“ რისი თქმა სურდა?! ალბათ, თავადაც არ იცის. ან მიშამადიდებელთა ახალი სიტყვის დაბადებასთან გვაქვს საქმე, ან უბრალოდ ნიჰილიზმი უნდოდა ეთქვა და აქაც გაფეილდა. გამოდი, ნიკა, გაგვარკვიე, არ იცი თუ მხოლოდ გაუგებრობასთან გვაქვს საქმე?! აბა, შენ კიდევ ფეილი გინდა?!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner