logo_geo
eng_logo
გაერო-მ ბურკინის ტარებაზე აკრძალვის გაუქმების შესახებ საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
- +

30 აგვისტო. 2016. 18:34



გაერო-მ ბურკინის ტარებაზე აკრძალვის გაუქმების შესახებ საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. გაერო მოუწოდებს იმ ქალაქების მთავრობებს, რომლებმაც მუსლიმური საცურაო კოსტიუმის ტარება აკრძალეს, დაუყოვნებლივ გააუქმონ აკრძალვა.



დადგენილება ბურკინის აკრძალვის შესახებ უსაფრთხოების სფეოში ვითარებას არ აუმჯობესებს, არამედ საფრანგეთში რელიგიურ შეუწყნარებლობასა და  მუსლიმთა, განსაკუთრებით ქალების, სტიგმატიზაციას აღვივებს", - განაცხადა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე უმაღლესი კომისრის სამმართველოს წარმომადგენელმა რუპერტ კოლვილმა.



კოლვილმა საფრანგეთის სხვა სანაპირო ქალაქებს აღნიშნული აკრძალვის გაუქმებისკენ მოუწოდა.



ივლისის ბოლოს-აგვისტოს დასაწყისში საფრანგეთის სანაპიროზე მდებარე შვიდი ქალაქის ხელისუფლებამ მუსლიმური საცურაო კოსტიუმის ტარება აკრძალა. აკრძალვის დამრღვევებს პლაჟიდან გაძევება და ჯარიმა ემუქრებოდათ.


ბოლო ორი კვირის განმავლობაში ფრანგულ რივიერაზე ბურკინის ტარებისთვის 16 ქალი დააჯარიმეს.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner