logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს
- +

30 აგვისტო. 2016. 18:35


 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს"  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლაგოდეხსა და ყვარელში გურამ მაჭარაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს.  ამჯერად იგი სოფლების - ბოლოკიანის, კართუბანის, თელას, პატარა გორის, ბაისუბნისა და ფონას  მოსახლეობას შეხვდა.



გურამ მაჭარაშვილმა  ადგილობრივების პრობლემები მოინიშნა და მათ „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" გეგმების შესახებ ესაუბრა.



მნიშვნელოვანია, პრობლემების გადაწყვეტა მოსახლეობასთან კომუნიკაციის შემდეგ იწყებოდეს. სწორედ მათთან ერთად უნდა განისაზღვროს ის პრიორიტეტული საკითხები, რომელიც ამა თუ იმ სოფელს ყველაზე მეტად აწუხებს. მე მოვისმინე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის წინადადებები და ინიციატივები, რომელიც ზუსტად პასუხობს არსებულ გამოწვევებს. 8 ოქტომბრის შემდეგ, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით, ეტაპობრივად შევუდგებით სოფლად არსებული ბარიერების დაძლევას", - განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს"  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner