logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: უსუფაშვილი და ხაზარაძე გამოდიან და უნამუსოდ გაყვირიან - ღარიბაშვილმა საბჭოთა ოკუპაცია რატომ არ ახსენაო!
- +

26 თებერვალი. 2023. 00:17

 

 

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„უტიფრობის პიკი!

 

უსუფაშვილი და ხაზარაძე გამოდიან და უნამუსოდ გაყვირიან - ღარიბაშვილმა საბჭოთა ოკუპაცია რატომ არ ახსენაო!

 

ჯერ ერთი იგულისხმა და მიმხვედრი მიხვდებოდა!

 

მეორე - ქვა იმან უნდა ისროლოს ვისაც ამის მორალური უფლება აქვს - უსუფაშვილო, შენ მაინც არ გვრცხვენია?! 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, როდესაც საბჭოთა ჯარმა შენი თანატოლები დახოცა, ამის მერე შეხვედი კომუნისტური პარტიის რიგებში - ხაზარაძე, შენ კომკავშირის მდივანი არ იყავი, როდესაც საბჭოთა ოკუპანტები ჩვენ გვარბევდნენ, სანგრის ნიჩბებით გვჩეხავდნენ და მომწამვლელი გაზით გვწამლავდნენ?!

 

მთელი ჩვენი სტუდენტობის განმავლობაში ეროვნული მოძრაობის მტრები იყავით, მიტინგებზე წასულ სტუდენტებს აბეზღებდით, საბჭოთა ოკუპაციის დღეს ზარ-ზეიმით აღნიშნავდით, ზვიადს და მერაბს ებრძოდით (ხაზარაძემ საერთოდ ანტისაბჭოთა მიტინგის დარბევისას ხელი მოუქნია ეროვნულ გმირს, მერაბ კოსტავას) და ახლა გახდით საბჭოეთის მტრები?!

 

ვინ დაგიჯერებთ, ნამდვილი საბჭოთა ოკუპაციის ნარჩენები ხომ თქვენ ხართ, თქვენი ბიოგრაფიით და აწმყო საქმიანობით!

 

ამიტომ, სანამ თქვენი სხვა „გმირობები” გაგვიხსენებია, ჩუ და დადუმდით!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner