logo_geo
eng_logo
თურქეთში შენობების უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის საქმეზე დაკავებულთა რაოდენობამ 180-ს გადააჭარბა
- +

26 თებერვალი. 2023. 10:10

 

 

თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული შენობების საქმეზე გამოძიება უკვე 600-ზე მეტი ადამიანის მიმართ მიმდინარეობს. ამის შესახებ BBC ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, შენობების უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის საქმეზე უკვე 184 ადამიანია დაკავებული. მათ შორის არიან სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები და უძრავი ქონების მესაკუთრეები. ექსპერტები წლების განმავლობაში აცხადებდნენ, რომ კორუფციისა და სახელმწიფო პოლიტიკის გამო ბევრი ახალი შენობა უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევით შენდება.

 

თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრები 6 თებერვალს მოხდა.

 

პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა. თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა უკვე 50 ათასს გადააჭარბა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner