ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის, უილიამ ბერნსის განცხადებით, ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური იარაღის გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს. თუმცა, როგორც ბერნსი აღნიშნავს, ოფიციალურ პეკინს ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩინეთის ხელისუფლება განიხილავს რუსეთისთვის ლეტალური იარაღის გადაცემას“, - აღნიშნა ბერნსმა CBS News-თან ინტერვიუში.
მისივე თქმით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს შეაკავოს ოფიციალური პეკინი მსგავსი ნაბიჯის გადადგმისგან.