ირანმა შორ რადიუსზე მოქმედი ახალი ფრთოსანი რაკეტა წარადგინა, რომელსაც 1 650 კილომეტრამდე მანძილის დაფარვა შეუძლია. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ირანმა ბალისტიკური სარაკეტო პროგრამის გაფართოება აშშ-სა და ევროკავშირის შეშფოთებისა და წინააღმდეგობის მიუხედავად განახორციელა.
როგორც თეირანში განმარტავენ, პროგრამა მხოლოდ თავდაცვითი ხასიათისაა.