logo_geo
eng_logo
ჩინეთმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაგმობაზე უარი განაცხადა
- +

26 თებერვალი. 2023. 13:30

 

 

მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკების ფინანსთა მინისტრები „დიდი ოცეულის“ სამიტის შემდეგ ერთობლივ განცხადებაზე ვერ შეთანხმდნენ, რადგან ჩინეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაგმობაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ჩინეთის გარდა განცხადების ამ ნაწილს მხოლოდ რუსეთი არ დაეთანხმა. მოსკოვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „ანტირუსული“ დასავლური ქვეყნები „დიდი ოცეულის“ დესტაბილიზაციას ახორციელებენ.

 

შედეგად, სამიტის შემაჯამებელი განცხადება შეხვედრის მასპინძელმა ინდოეთმა გამოაქვეყნა. მასში აღნიშნულია, რომ უკრაინაში არსებულ ვითარებასთან და რუსეთისადმი სანქციების მიმართ „განსხვავებული შეფასებები“ იყო.

 

ამასთან, რამდენიმე დღის წინ ჩინეთმა უკრაინაში ომის დასრულების 12-პუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა. დოკუმენტში არ არის აღნიშნული, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიიდან ჯარი უნდა გაიყვანოს, არც თვითონ უკრაინაში შეჭრის ფაქტია დაგმობილი. ჩინეთის გეგმა მოიწონეს კრემლში, თუმცა გააკრიტიკეს ვაშინგტონში. „პუტინი ამ დოკუმენტს ტაშს უკრავს, კარგი რატომ უნდა იყოს?“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner