logo_geo
eng_logo
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50 ათასს გადააჭარბა
- +

26 თებერვალი. 2023. 19:59

 

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ ტელეკომპანია „ალჯაზირა“ იტყობინება. ბოლო მონაცემებით, თურქეთში სტიქიის შედეგად 44 218 ადამიანია დაღუპული, სირიაში კი გარდაცვლილთა რიცხვი 5 914-ს შეადგენს.

7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა თურქეთში 6 თებერვალს მოხდა, რასაც კატასტროფული შედეგები მოჰყვა. მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეულ სახლებთან დაკავშირებით თურქეთში გამოძიება 600-ზე მეტი პირის წინააღმდეგ დაიწყო. დაკავებულია 184 ეჭვმიტანილი. მათ შორის სამშენებლო კონტრაქტორები და შენობების მფლობელებიც არიან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner