საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, „ტვიტერის" მეშვეობით ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსს მიმართავს და მადლობას უხდის.
„დიდი მადლობა ბატონო ავრამოპულოს თქვენი პოზიტიური კომენტარისთვის. საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხი იმ რთული სამუშაოს აღიარებაა, რომელიც ყველა ქართველმა შეასრულა",- წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოს და ევროპარლამენტს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესების წინადადებით მიმართა.