logo_geo
eng_logo
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-ისლანდიის საკალათბურთო მატჩს დაესწრო
- +

27 თებერვალი. 2023. 00:05

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოსა და ისლანდიის საკალათბურთო ნაკრებებს შორის გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტ თამაშს დაესწრო.

დღევანდელი თამაშით საქართველომ ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.

მატჩის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა კალათბურთელებს პირადად მიულოცა გამარჯვება და მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატება უსურვა.

პრემიერთან ერთად საკალათბურთო მატჩს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მთავრობისა და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner