რესურსი, რომელიც „ნაცმოძრაობას“ გააჩნია, დამყარებულია ორ თემაზე: ერთია, რომ იქნებ, სააკაშვილმა თვითდაზიანებას თავი არ დაანებოს და არ ჭამოს და მერე, იქნებ როგორმე, უკრაინელი პოლიტიკოსებისა და „ნაცმოძრაობის“ ეს ერთობლივი მიწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე არ მოდუნდეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ომში ჩართვის თემა დღის წესრიგში დღესაც დგას.
„პრაგმატულად რომ შევხედოთ, ჩვენ პასუხი უნდა მოვითხოვოთ იმ ადამიანებისგან, ვინც პოლიტიკასაა დაწაფებული, პოლიტიკური რესურსი გააჩნია. მილიონებს ხარჯავს და ლამობს ქვეყნის სათავეში მოსვლას არა სოციალურ-ეკონომიკური პროგრამით, არ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყნის განვითარების თემას ეხება, არამედ უშველებელი სპეკულაციური ლოზუნგებით, რასაც საქართველოს ომში ჩართვა ჰქვია. ნურავინ იტყვის, რომ ეს დაფარული იყო. სავსებით ღიად აცხადებდნენ ამასაც და დღესაც დგას ეს თემა დღის წესრიგში. ერთ-ერთ ფაქტორად, რესურსად სააკაშვილი დაემატა, რომელსაც იყენებენ, მაგრამ კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ, სააკაშვილი ამჯერად მძევალია. მძევალია ამ პოლიტიკური სტრატეგიის, გეგმის განმხორციელებლების ხელში და რესურსი, რომელიც „ნაცმოძრაობას“ გააჩნია, დამყარებულია ორ თემაზე: ერთია, რომ იქნებ, სააკაშვილმა თვითდაზიანებას თავი არ დაანებოს და არ ჭამოს და მერე, იქნებ როგორმე, უკრაინელი პოლიტიკოსებისა და „ნაცმოძრაობის“ ეს ერთობლივი მიწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე არ მოდუნდეს“, - განაცხადა ვოლსკიმ.