გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი გოგა ხაინდრავას მიერ გადაღებულ ფილმს „ჰეროკრატიას" „რეპორტიორთან" აფასებს და აღნიშნავს, რომ ფილმი საზოგადოებამ აუცილებლად უნდა ნახოს, რადგან ბევრს უკვე დავიწყებული აქვს თუ როგორი რეპრესიები ხორციელდებოდა უდანაშაულო ადამიანებზე.
„დიდი მადლობა გოგა ხაინდრავას, რომ გაგვახსენა და დაგვანახა ის საშინელება, რაც ჩვენს თავს ტრიალებდა. და რაც მთავარია, ეს დაანახა „ქართული ოცნების" იმ წევრებს, რომლებსაც ( შეგნებულად თუ შეუგნებლად) ეს აღარც ახსოვდათ!.. მეტი რა გითხრათ..."- განაცხადა ჯემალ სეფიაშვილმა „რეპორტიორთან" საუბარში.