logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: მაშინ, როცა ნაწამები, ციმბირის კარცერის ე.წ ლაგერში ნაშიმშილარი მერაბ კოსტავა 36 კილოს იწონიდა, ახალგაზრდა საბჭოთა ფერმწერი გია ბუღაძე ლენინზე ქმნიდა პათეტიკურ ნაწარმოებს
- +

27 თებერვალი. 2023. 11:37

 

 

მერაბ კოსტავა 1981 წელს ციმბირის ლაგერის კარცერში რომ იხდიდა სასჯელს და საბჭოთა „ვერტუხაების“ მიერ ნაწამები, 36 კილოგრამს მიაღწია რეალური, ნამდვილი, ქართული, დისიდენტური საპროტესტო შიმშილობით - ახალგაზრდა საბჭოთა ფერმწერი გია ბუღაძე ქმნიდა თავის პათეტიკურ ნაწარმოებს „ლენინს“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ავით ქართველიშვილი.

 

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, არაა გამორიცხული, რომ 90-იანი წლებიდან დაწყებული და 2008 წლით დაგვირგვინებული - რუსი ოკუპანტიც საქართველოში ლენინის ამ მისტიკურ ფერწერულ ნაწარმოებს ეძებდა, რომელსაც მოღალატეობრივად მალავდა გია ბუღაძე, თანაც „სიტყვასა შინა ცრუობით“: „ჩემი დახატული არ არისო“.

 

მერაბ კოსტავა 1981 წელს ციმბირის ლაგერის კარცერში რომ იხდიდა სასჯელს და საბჭოთა „ვერტუხაების“ მიერ ნაწამები, 36 კილოგრამს მიაღწია რეალური, ნამდვილი, ქართული, დისიდენტური საპროტესტო შიმშილობით - ახალგაზრდა საბჭოთა ფერმწერი გია ბუღაძე ქმნიდა თავის პათეტიკურ ნაწარმოებს „ლენინს“.

 

რამხელა სიღრმისეული ძალაა აღბეჭდილი ბელადის პორტრეტში, როგორი იდეოლოგიური გადაღლა იმჩნევა ვლადიმერ ილიას ძეს პარტიულ მეგობრებში - რომლებსაც წინ ათასობით მღვდელი ჰყავთ დასახვრეტი, ათობით ათასობით ეკლესია - ასაფეთქებელი, ასობით ათასობით მშრომელი გლეხი - გასაკულაკებელი, ტაო-კლარჯეთი - საქართველოდან მოსაწყვეტი და მერაბ კოსტავას მწამებლების ახალი თაობების აღზრდა.

 

უამრავი და მრავალფეროვანი საქართველოს მტერი ამაოდ ცდილობდა ეკლესია-მონასტრებიდან სვანეთის მთებსა და მღვიმეებში გატანილი საგანძურისა და სიწმინდეებით დაუფლებას. არაა გამორიცხული, რომ 90-იანი წლებიდან დაწყებული და 2008 წლით დაგვირგვინებული - რუსი ოკუპანტიც საქართველოში ლენინის ამ მისტიკურ ფერწერულ ნაწარმოებს ეძებდა, რომელსაც მოღალატეობრივად მალავდა გია ბუღაძე, თანაც „სიტყვასა შინა ცრუობით“: „ჩემი დახატული არ არისო“. არა, გია! ამ სასწაულ შედევრს საქართველოში შენს გარდა ვინმე შექმნიდა?“ - წერს ქართველიშვილი facebook - ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner