logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე გია ბუღაძის ნახატზე: როცა მამები შიგნიდან „ლეწდნენ“ საბჭოთა კავშირს და შვილები შიშველი ხელებით "ჭედავენ" ლიბერალურ დემოკრატიას
- +

27 თებერვალი. 2023. 11:46

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, მხატვარ გია ბუღაძის მიერ შესრულებულ ლენინის პორტრეტს და ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსს, სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

 

მისი თქმით, 1981 წელს, ბუღაძის მიერ შესრულებული ნახატი და ჯანსუღ ჩარკვიანის მიერ ასევე ლენინისთვის მიძღვნილი ლექსი აჩვენებს, თუ როგორ „ებრძოდნენ“ ისინი საბჭოთა კავშირს.

 

სასწაულია პირდაპირ, როცა მამები შიგნიდან „ლეწდნენ“ საბჭოთა კავშირს და შვილები შიშველი ხელებით "ჭედავენ" ლიბერალურ დემოკრატიას, ამ ნახატს, ლევიტანის ხმით წაკითხული ჩარკვიანის ლექსი აკლია და ფაქტობრივად „პერფორმანსია“. მხატვარი-გია ბუღაძისა 1981.ლექსი-ჯანსუღ ჩარკვიანისა 1970.წ „ახლა მოსკოვში ყინავს და ოცდაათი გრადუსია“.

 

ცა ფეხად ჩამოდის და უხარიათ ნაძვებს…

გარეთ გამოსულა, ქვეყანაზე რაც რუსია,

რუსი, ყინვის ამტანი და ჭირის გამძლე.

დგანან და ელიან იმ წუთს ბედნიერს,

როცა პირადად შეხვდებიან ვლადიმერ ლენინს

იხდიან ქუდებს, მავზოლეუმში ჭმუნვით შედიან

და ჩურჩულებენ: „ილიჩი ჩვენი“.

გარეთ კი დადის ბრძენი კაცივით იანვრის სუსხი…

და ხალხი ამბობს: „ქვეყანაზე თუ ვინმეა, მხოლოდ შენ ერთი…

და მოუწოდებს ხალხებს ბრძენი და დიდი რუსი:

პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner