საბურთალოს რაიონში, შარტავას ქ. N 4-6-ის ეზოში წყლისა და წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, 675 გრძივ მეტრზე შეიცვლება დაზიანებული მილები და ჭები.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, სულ 178 ოჯახს არსებული პრობლემა მოუგვარდება.
აღნიშნული პროექტები საბურთალოს გამგეობის 100%-იანი დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოები დაფინანსებულია 128 116 ლარით.
აღნიშნული კორპუსების მიმდებარედ, 53 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. პირველ ეტაპზე, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება დაიწყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიგება ასფალტის საფარი, ბოლო ეტაპზე კი სპორტული მოედანი და დასასვენებელი სივრცე მოეწყობა.