ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი ლეკა მენაბდიშვილი სოციალურ ქსელში ლეონიდ ჩერნოვეცკის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, ჩერნოვეცკი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქობულეთში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებს.
„დილიდან ვგრძნობდი მაგარ „ნიუსს" გავიგებდი. ჩერნოვეცკიმ ქობულეთის ოლქში ვიბრძოლებ მაჟორიტარობისთვისო...
ეს ისევე "ღელამს" ჩვენს ქვეყანაზე, როგორც სააკაშვილი უკრაინაზე და უკრაინელ ხალხზე", - წერს ლეკა მენაბდიშვილი.