logo_geo
eng_logo
ღირსებასა და ჯამაგირს შორის გაბლანდული
- +

27 თებერვალი. 2023. 15:38

 

 

სამშობლოს გამყიდველების ერთპროცენტიანი ტელევიზიის ეკრანიდან „მწერალი“ დათო ტურაშვილი თავის მაყურებელს, ანუ მოღალატეთა სექტის მეტად შეზღუდულ ნაწილს „ემოციურად“ „უხსნიდა“, რას ნიშნავს ოკუპაცია(?!), ვინ არის ოკუპანტი(?!) და რა ჰქვია იმას, ვინც ოკუპანტის ოკუპანტად ცნობისგან, რბილად რომ ვთქვათ, თავს იკავებს (სიტყვა „ემოციურად“ ბრჭყალებში იმიტომ ზის, რომ ყველას კარგად ახსოვს, როგორი იყო ხოლმე „ტურიკას“ ნამდვილი, ანუ გულწრფელი ემოციები.)

 

სარჩოსთვის კაცის ბრძოლა ახალი არ არის და არც ტურაშვილია პირველი და უკანასკნელი გასაჭირში ჩავარდნილი. ოჯახს რჩენა უნდა. ყველა მეცოდება, ვინც ზნეობრივ კომპრომისზე წასვლის იძულების წინაშე აღმოჩნდება ხოლმე, რასაკვირველია, გარკვეული მეტ-ნაკლებობით. ტურაშვილი იმათ რიგებშია, ვინც ჩემისთანა ჰუმანური ადამიანის მხრიდანაც კი ყველაზე ნაკლებ სიბრალულს იმსახურებს, თითქმის არ იმსახურებს და ამის უამრავი მიზეზი და საფუძველი არსებობს. მოძღვრის როლში მოვლენილი „ეკრანული სახისგან“ განსხვავებით, მიკიბულ-მოკიბულის გარეშე ვიტყვი - შე კაი დედმამიშვილო:

 

როცა იცი, რომ წაგებულ ომზე ნაშოვნი ფულით დაფინანსებული ტელევიზიის მსახური ხარ; როცა იცი, რომ შენი ქვეყნის მიწების ოცი პროცენტი ოკუპანტს იმ ხელისუფლებამ უფეშქაშა, ვის სამსახურშიც ეს ტელევიზია დგას; როცა იცი, რომ არა მარტო უფეშქაშა, არამედ „გაუპრავა“ კიდეც სამხედრო აგრესია და დანაშაული ქართველ ჯარისკაცებს „შეტენა“; როცა იცი, რომ უღირსებო კაპიტულაციის, ანუ წინასწარ განზრახული ტერიტორიების ჩაბარების მერე, სტრატეგიული მნიშველობის ეკონომიკური ობიექტები ოკუპანტს გადასცა მფლობელობაში; როცა იცი, რომ ოკუპანტისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა და გაბახებული „მთავარსარდალი“ საზღვარზე ყვავილებით ხელში (ანუ - წაკუზული) ხვდებოდა ყველა ვანიას; როცა იცი, რომ წაგებულ ომზე ნაშოვნი ფული ახლა იმასაც ხმარდება, რომ როგორმე შეირყეს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი, როგორმე შეიქმნას პირობები არეულობისა და სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებისთვის... რომელი ერთი ვთქვა...

 

იმაზე აღარაფერს ვლაპარაკობ, მოღალატეთა და სამშობლოს გამყიდველთა პარტია იმავე დროს მოძალადეთა, მკვლელთა, მძარცველთა, მწამებელთა პარტიაც რომ არის... რომელ ოკუპაციით შეწუხებაზე და რომელ ემოციების გულწრფელობაზე მელაპარაკები, შე ძალად და მარად შეშფოთებულ-გაკვირვებულო ტაკიმასხარა...

 

აჩუ, რა, შე მარად აქეთ-იქეთ მოთამაშე და მარად  ხალასი ბიჭის პოზამორგებულო, თუ პოზაში ჩარჩენილო. საკმარისია ამდენი გატარება... ბოლოს და ბოლოს(!).

 

ამ ნაცურკაც „წიგნების ექსპერტს“ იმასაც ვეტყოდი, რომ ბევრი წიგნის წამკითხველი ბევრი ვიცი, მაგრამ... მთავარია სწორად წაკითხვა, სწორად წაკითხვას კი სწორ ზნეობრივ საფუძველზე დგომა სჭირდება. ამიტომ დარჩი მხოლოდ „საბას“ ნაცბაბლის „მწერლად“ და ეს სიტყვაც სწორედ ამიტომ ჩაისვა თავიდანვე ბრჭყალებში.

 

ბიძინა  დვალი

27.02.2023 წ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner