„ბევრი ვიფიქრე დამეწერა თუ არა. სხვა ფორმა არ ვიცი როგორ შეგეხმიანოთ, თქვენ არც სახელი გაქვთ, არც გვარი, არც სახე და ამიტომ, აქედან გიპასუხებთ", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი წერს.
„ეს პოსტი იმ ტროლებს ეძღვნება საკუთარი მამაკაცური შესაძლებლობების დამტკიცებას ფბ-ზე გინებით რომ ახდენენ;
ტროლებს, ორი ათეული წელია ხელგაშვერილები და პირდაღებული რომ სხედან და ელიან პირში ვინ რას ჩაუდებთ;
ტროლებს, დიდი მახათი რომ უჭირავთ, და ერთი დღე ხელი არ გაუნძრევიან არც საკუთარი სამშობლოს და არც ოჯახების დასაცავად;
ტროლებს, სხვისი წარმატებით რომ იბოღმებიან და სიბნელის მორევში იძირებიან.
ყოველი გინება, ყველა სიტყვა, რომელსაც ჩემს კედელზე წერთ მე არ მეკარება, ნუ ირჯებით, ნერვებზე მოქმედებს, იმიტომ რომ ჩემი შვილები ხშირად არიან აქ და შესაძლოა ნახონ, მე ვერ მვნებს. გინების ყოველი სიტყვა, ყოველი ბგერა მხოლოდ თქვენს ცვედანობას, არაკაცობას, უსუსურობას, უგუნურობას ადასტურებს.
ნუ დაიხრჩობით ბოღმისგან.
თქვენ ალბათ არც იცით ღირსება რას ნიშნავს და ისიც ვიცი ამ პოსტს აზრი არ აქვს, მაინც ისევე გააგრძელებთ, მაგრამ ფბ-ზე რაც არ უნდა დაწეროთ ეს თქვენს სექსუალურ ფანტაზიებს, დაუკმაყოფილებლობას, უსექსობას და უსქესობას ვერაფერს უშველის.
კარგად ბრძანდებოდეთ და თქვენი პატრონები მომიკითხეთ", - წერს თინა ხიდაშელი.