logo_geo
eng_logo
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი: შეზღუდული რესურსების გამო, რუსეთი არ არის მზად ხანგრძლივი ომისთვის
- +

28 თებერვალი. 2023. 01:26

 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ შეზღუდული რესურსების გამო, რუსეთი არ არის მზად ხანგრძლივი ომისთვის.

რუსეთი არ არის მზად გრძელვადიანი სამხედრო ოპერაციებისთვის. ამას გეუბნებით, როგორც სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელი. ისინი ყველანაირად აჩვენებენ, რომ მზად არიან ათწლეულების განმავლობაში ომისთვის, მაგრამ რეალურად მათი რესურსები ძალიან შეზღუდულია დროშიც და მოცულობაშიც. ეს კარგად იციან“, - აღნიშნა კირილ ბუდანოვმა.

ბუდანოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შემდეგი სამი თვე იქნება ძალიან აქტიური და განსაზღვრავს მოვლენების შემდგომ განვითარებას.

right_banner right_banner
არქივი
right_banner